Thumbnail

საქართველოს ნაკრების მეტოქეს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს

  • ბელარუსის ნაკრებს მიხაილ მარხელი გაწვრთნის
  • იგორ კრიუშენკო, რომელმაც ერთა ლიგის ჯგუფი მოიგო, ნაკრებიდან გააგდეს

ბელარუსის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი 4 მატჩი წააგო. ბელარუსებმა ჰოლანდიასთან, გერმანიასთან წააგეს და ჩრდილოეთ ირლანდიასთან 2-ჯერ დამარცხდნენ, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციამ იგორ კრიუშენკო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრიუშენკო ნაკრებში 2017 წლის მარტიდან მუშაობდა და ერთა ლიგის D დივიზიონის მე-2 ჯგუფის მოგებაც მოახერხა.

ბელარუსებმა კრიუშენკოს შემცვლელი უკვე იპოვეს - ნაკრებს 52 წლის მწვრთნელი, მიხაილ მარხელი გაწვრთნის, რომელსაც 17 და 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებში უმუშავია. მარხელი ერთი სეზონი შახტიორ სოლიგორსკისაც წვრთნიდა.

ბელარუსის ნაკრები მარტში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. საქართველო ერთა ლიგის ერთმატჩიან ნახევარფინალში გამარჯვების შემთხვევაში ფინალში კოსოვოს ან მაკედონიას შეხვდება, ხოლო ფინალის მოგება უკვე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ნიშნავს.

კომენტარები

ბოლო ამბები