- ფეხბურთის ფედერაცია თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა
- ფოტოებზე ასახულია ქართული გუნდების გულშემატკივართა ბანერები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა. ფედერაციამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, სადაც ასახულია ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდების გულშემატკივართა ბანერები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსულ აგრესიას ეხება.
ფოტოებზე გამოსახულია თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს და ბათუმის დინამოს გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერები სხვადასხვა თამაშების დროს.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ბათუმის დინამოს გულშემატკივრები: "შავი ზღვის პირატები": ბათუმელმა ქომაგებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტო, რომელზეც ასახულია ბანერი წარწერით: "დიდება გმირებს - ჩემი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია"
კომენტარები