Thumbnail

ერიკ ტენ ჰაგი აიაქსის ერთგული დარჩა - კონტრაქტი გახანგრძლივებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სპეციალისტმა ამსტერდამელებთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა
  • ჰოლანდიელის მიწვევით რომა და მიუნხენის ბაიერნიც ინტერესდებოდნენ

ამსტერდამის აიაქსმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ამსტერდამული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, ახალი ხელშეკრულების თანახად, კლუბსა და სპეციალისტს შორს თანამშრომლობა 2022 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

49 წლის ტენ ჰაგმა აიაქსი 2017 წლის მიწურულს ჩაიბარა და თანამდებობაზე მარსელ კაიზერი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა გასულ სეზონში, ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში პირველად, ერედივიზიეში ჩემპიონობა იზეიმა. ამასთან, მოიგო ჰოლანდიის თასიც, ჩემპიონთა ლიგაში კი ½-ფინალამდე გააღწია. 

ერიკ ტენ ჰაგთან ერთად, აიაქსს ძალიან მაგარი სეზონი გამოუვიდა

ამსტერდამულმა გუნდმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის პელეი ოფიდან მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი გამოთიშა, ფინალის საგზური კი ტოტენჰემს დაუთმო, რომელთანაც სტუმრად ლოდნონში 1:0 მოიგო, მაგრამ შინ ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

აიაქსის წარმატებული გამოსვლის ფონზე, ჰოლანდიელი სპეციალისტის მიწვევით არაერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა. იუწყებოდნენ, რომ ტენ ჰაგის გადაბირება რომასა და მიუნხენის ბაიერნს სურდათ, მაგრამ მწვრთნელმა ამსტერდამში დარჩენა გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები