Thumbnail

ტრანსფერი ევროპაში | ვაკო გვილია ლუცერნის ფეხბურთელია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბატე-ს ყოფილი ფეხბურთელი ლუცერნში გადავიდა.
  • ვაკო გვილიამ 2020 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

საქართველოს ნაკრებისა და ბატე-ს 23 წლის ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ შვეიცარიულ ლუცერნთან 2020 წლის ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

კლუბის სპორტული დირექტორი რემო მაიერი დიდი ხანია, ეძებდა მოედნის ცენტრში ტექნიკურ ფეხბურთელს, რომელსაც თამაშის წაყვანა შეუძლია და ბოლოს გვილია შეარჩია. 

"ვაკო ზუსტად ის არის, რაც გვაკლდა ნახევარდაცვის შეტევაში - მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ის გუნდს შემატებს გამოცდილებასა და კრეატიულობას", - განაცხადა მაიერმა.

გვილია ბატე-ს ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული და მას სექტემბრის მერე არ უთამაშია.
ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიამ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ვაკო გვილია: "ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ყველაფერს გავიღებ კლუბის საკეთილდღეოდ".

ლუცერნი ჩემპიონატის მეორე ნაწილს შაბათს ლოზანასთან მატჩით იწყებს, თუმცა ამ შეხვედრაში გვილიას თამაშის უფლება არ ექნება. 

19 თამაშიდან 20 ქულით ლუცერნი შვეიცარიის სუპერ ლიგაში მე-9, ბოლოსწინა ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები