Thumbnail

საქართველოს თასზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიდი სენსაცია თბილისის დინამო მერანმა გამოაგდო
  • მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის 4 გუნდი გავიდა

საქართველოს თასზე მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. თბილისის დინამომ თბილისის მერანთან მატჩი 0:1 დათმო. შეხვედრის ერთადერთი გოლი დამატებით დროში გოგი ფიფიამ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა.

რუსთავმა სიონს უმასპინძლა და მეტოქეს ლუკა სილაგაძის და თემურ ჩოგაძის გოლებით 2:0 მოუგო. ეროვნული ლიგის გუნდებიდან მომდევნო ეტაპზე ლოკომოტივი, საბურთალო და ტორპედო გავიდნენ.

ლოკომ თელავს ირაკლი სიხარულიძის გოლით მოუგო და თასის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქუთაისის ტორპედომ გაგრა 3:2 დაამარცხა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ სამტრედიას 2:1 სძლია.

ფოტოები 📸 / ‌FC SABURATALO

სხვა შედეგები

გარეჯი 3:3 სპაერი (პენ 4:2)

მარტვილის მერანი 3:0 გურია

თბილისი სითი 3:1 ზუგდიდი

კომენტარები

ბოლო ამბები