Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ფინალურ სერიაში ფრეა, წინ კი გადამწყვეტი მატჩებია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 21 ივნისი / 19:00 საათი / თელასი vs TMC თბილისი
  • ფინალური სერია 3 მოგებამდეა

ფუტსალის ლიგის მიმდინარე. სეზონის საჩემპიონო სერიაში დაძაბულობამ კიდევ უფრო მოიმატა. თელასმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა და ორივე გუნდს ტიტულის მოპოვების თანაბარი შანსი აქვს. გუნდების მოტივაცია დიდია: TMC-ის ზედიზედ მეორედ შეუძლია საქართველოს ჩემპიონობა, რაც აქამდე ჯერ არ მომხდარა. თელასი კი გასული სეზონის ნახევარფინალში დათმობილი ტიტულის დაბრუნებას ცდილობს. თბილისის ოლიმპიური სასახლე პირველი ადგილისთვის გასამართ მესამე შეხვედრას 21 ივნისს უმასპინძლებს, სადაც გულშემატკივარი კვლავ სანახაობრივ თამაშს ელის. 

21 ივნისი / 19:00 საათი / თელასი vs TMC თბილისი

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, გუნდების ბოლო დაპირისპირება ძირითად დროში დასრულდა, თუმცა იმავე ანგარიშით, 2:1. ამჯერად, თელასმა გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. ენერგეტიკოსების მოთამაშეს, ჯანო გიორგაიას პლეი-ოფებიდან მოყოლებული ორი ყვითელი ბარათი აქვს და თუ ამ შეხვედრაშიც მიიღებს გაფრთხილებას, შემდეგი მატჩის გამოტოვება მოუწევს. TMC-ის რიგებიდან ამავე მდგომარეობაშია თემურ ექიზაშვილი. ფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები