Thumbnail

'ჯგუფში ჩვენი ჩარჩენა სიგიჟე იქნება' - ლეო მესის არგენტინის მაინც სჯერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ეროვნულ ნაკრებს კოპა ამერიკის B ჯგუფში ჩარჩენა ემუქრება
  • ალბისელესტეს კაპიტანმა პარაგვაისთან მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა

არგენტინის ნაკრები რთულ მდგომარობაშია. კოპა ამერიკის B ჯგუფში, ლიონელ სკალინის გუნდმა ვერც მეორე მატჩის მოგება მოახერხა (პირველი, კოლუმბიასთან სულაც წააგო). პარაგვაისთან ფრედ 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც არგენტინელები ლეო მესის ზუსტი 11-მეტრიანითა და ფრანკო არმანის მოგერიებული პენალტით გადაურჩნენ წაგებას და ჯგუფში ჩარჩენას. 

მეტი ამ თემაზე: არმანიმ არგენტინას შანსი დაუტოვა - ფრე პარაგვაის ნაკრებთან

არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მესამე მატჩს კი ყატართან გამართავს. მესის და მის გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. 

"ალბისელესტეს" კაპიტანმა პარაგვაისთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
 
"უამრავი მომენტი იყო. კარგად დავიწყეთ, გვქონდა კონკრეტული გეგმა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ, განლაგებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვიხდა. მეორე ტაიმში გატანა გვჭირდებოდა. ის, რომ ვერ მოვიგეთ, ძალიან გვაღონებს. ახლა ჯგუფის ბოლო მატჩში აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაგრძელოთ თამაშის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მაგრამ ამისთვის დრო თითქმის აღარაა. ჯგუფში ჩვენი ჩარჩენა სიგიჟე იქნება, მაგრამ გვჯერა საკუთარი თავის".

 

კომენტარები

ბოლო ამბები