Thumbnail

ემილიანო სალას დაღუპვის ფაქტზე 64 წლის მამაკაცი დააკავეს - რას ეჭვობს პოლიცია?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
  • დორსეტის პოლიციამ ეჭვმიტანილი, 64 წლის ბრიტანელი მამაკაცი დააკავა
  • საქმე შესაძლოა გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილს უკავშირდებოდეს 

ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, დორსეტის საგრაფოს პოლიციამ, რომელიც ავიაკატასტროფაში დაკავებული 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას საქმეს იძიებს, ბრიტანელი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სამართალდაცველებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა საქმე გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ეხებოდეს.

მეტი ამ თემაზე

დორსეტის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სალას საქმეზე ჩრდილოეთ იორკშირის მკვიდრი, 64 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მისი სახელი გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. 
 
პოლიციის ცნობით, იოკრშირელი მამაკაცი ეჭვმიტანილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, რაც შესაძლოა ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილთან იყოს კავშირში. პოლიციამ სალას ოჯახის წევრებს ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ აცნობა კიდეც.

28 წლის ფორვარდი მშობლიურ პროგრესოში (არგენტინა) დაკრძალეს.

უბედური შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. ემილიანო სალა, პილოტ დევიდ ებოტსონთან ერთად, კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა. გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე, მან კონტრაქტი კარდიფ სიტისთან გააფორმა და საფრანგეთიდან უელსში მიემგზავრებოდა. 

თვითმფრინავის დეტალებს, რომლითაც ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფისკენ მგზავრობდა, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, ლა მანშის სრუტეში, ზღვის ფსკერზე მიაგნეს. იქვე აღმოჩნდა ფეხბურთელის ცხედარიც. პილოტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები