Thumbnail
  • გოგა ბითაძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • NBA-ს ვარსკვლავების და ქართველი კალათბურთელების კომენტარები

გოგა ბითაძის გუშინდელმა ფოტოს, რომელმაც სოციალური ქსელები მოიარა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. NBA Draft media day-ზე ისე მოხდა, რომ გოგას ზაიონ უილიამსონთან ერთად მოუწია ჟურნალისტების წინაშე წარდგენა. უილიამსონი 18 წლის ფორვარდია, რომელიც დიუკის კოლეჯში თამაშობდა და ვისაც, საოცარი ვერტიკალის გამო, ხშირად "ახალ ლებრონსაც" უწოდებენ. ის დრაფტის პირველი ნომერია და მას ნიუ ორლეანსი აიყვანს. ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტებმა მთელი ყურადღება ზაიონ უილიამსონზე გადაიტანეს, გოგა ბითაძე კი მარტო დარჩა.

ფოტოს ამ დროისთვის 3 000-მდე კომენტარი აქვს - მათ შორის, NBA-ს ვარსკვლავებისა და ქართველი კალათბურთელების კომენტარები განსაკუთრებით საინტერესოა.

‘მან ეს ფოტო ჩარჩოში უნდა ჩასვას… ყოველდღე უყუროს და გაბრაზდეს!’ - წერს გოლდენ სტეიტის ვარსკვლავი დრეიმონდ გრინი.

‘გამოიყენე ეს ფოტო, როგორც საწვავი!’ - ეს ლეგენდარული დუეინ ვეიდის კომენტარია.

‘ყველამ დაიმახსოვრეთ ეს!!! მე ვიცი, ის შეძლებს…’ - წერს საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია.

‘ჩემი მაგარი ბიჭი! უმჯობესია, შეწყვიტოთ გართობა!’ - ეს სანდრო მამუკელაშვილის კომენტარია.

‘მოტივაცია!’ - წერს დუდა სანაძე.

‘მათ არ იციან, ვინ არის ის სინამდვილეში!!!’ - მანუჩარ მარკოიშვილი.

ზაზა ფაჩულია ბითაძის ფოტოს ინსტაგრამის სთორიში გამოეხმაურა: ‘მთავარი ის კი არ არის, როგორ დაიწყებ, არამედ ის, თუ როგორ დაამთავრებ! დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან!’ - დაპოსტა ზაზამ.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები