Thumbnail

არმანიმ არგენტინას შანსი დაუტოვა - ფრე პარაგვაის ნაკრებთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არგენტინა 1:1 პარაგვაი
  • 0:1 რიჩარდ სანჩესი (37), 1:1 მესი (57-პენ)

არგენტინის ნაკრებმა ვერც მეორე ტურის მატჩი მოიგო! კოპა ამერიკის B ჯგუფში, 'ალბისელესტესა' და პარაგვაის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. პარაგვაელები პირველ ტაიმში, 37-ე წუთზე დაწინაურდნენ. ოლიმპია ასუნსიონის შემტევმა რიჩარდ სანჩესმა მიგელ ალმირონის გადაცემით გაიტანა - 0:1.

არგენტინამ მე-2 ტაიმში გაათანაბრა - 'ალბისელესტეს' სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. ზუსტად 5 წუთში პარაგვაის მიეცა პენალტის გატანის შანსი, მაგრამ დერლის გონსალესის დარტყმა ფრანკო არმანიმ მოიგერია და სკალონის ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის შანსი შეუნარჩუნა.

არგენტინა 1:1 პარაგვაი • არმანიმ შანსი დატოვა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2019

არგენტინას ერთი ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. მათ ბოლო ტურში ყატართან მოგება სჭირდებათ. რაც შეეხება პარაგვაის, მათი მომდევნო მეტოქე კოლუმბიაა, რომელმაც ყატარს დუვან საპატას გოლით მოუგო. კოლუმბიას 6 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასულია.

არგენტინა 1:1 პარაგვაი

გოლები: 0:1 რიჩარდ სანჩესი (37), 1:1 მესი (57-პენ)

არგენტინა (4-3-3): არმანი - ტალიაფიკო, ოტამენდი, პეცელა, კასკო - დე პაული (სუარესი 87'), პარედესი, ლო სელსო, პერეირა (აგუერო 46') - მარტინესი (დი მარია 67'), მესი

კომენტარები

ბოლო ამბები