Thumbnail

მილანს ახალი მწვრთნელი ჰყავს! კლუბი მარკო ჯამპაოლოს ჩააბარეს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მილანს მარკო ჯამპაოლო უხელმძღვანელებს
  • ახალი მწვრთნელის დანიშვნა, პაოლო მალდინის უკავშირდება...

მილანმა მთავარი მწვრთნელის პოსტი - მარკო ჯამპაოლოს ჩააბარა, სამპდორიას ყოფილი თავკაცი, კონტრაქტის მიხედვით მილანს 2 სეზონის მანძილზე გაწვრთნის.

51 წლის სპეციალისტი ჯენარო გატუზოს შეცვლის, რომელიც გუნდიდან მაისში წავიდა, მას შემდეგ რაც კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანა.

ჯამპაოლომ სამპდორია სეზონის დასრულებისას დატოვა, იტალიელმა სამპდორიათი სერია A-ს გასული სეზონი მეცხრე პოზიციაზე დაასრულა.

ახალი მწვრთნელის მოსვლა ზვონიმირ ბობანის და პაოლო მალდინის ახალ სამუშაო გრაფიკს დაემთხვა, მალდინი, რომელსაც მილანში როგორც ფეხბურთელს 25 წელი აქვს გატარებული, დღეს კლუბის ტექნიკური დირექტორია.

შეგახსენებთ, რომ შვიდგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ კლუბს, ლიგაზე 2013-14 წლების შემდეგ არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები