Thumbnail
  • კოლუმბია 1:0 ყატარი
  • 1:0 საპატა (86)

სან პაულუს "ესტადიო დო მორუმბიზე" B ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი გაიმართა კოლუმბიისა და კოპა ამერიკაზე მიწვეულ ყატარის ნაკრებებს შორის, რომელიც სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:0

შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში არგენტინისა (0 ქულა) და პარაგვაის (1 ქულა) ნაკრებებიც მონაწილეობენ, რომლებიც მოგვიანებით "მინეიროზე" ითამაშებენ.   

პირველ ტაიმში კარლუშ კეირუშის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა კოლუმბიელებმა აზიელთა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს. ასე რომ, ტაიმი მოსაწყენი 0:0-ით დასრულდა.

მეორე ტაიმშიც ორივე გუნდმა იმავე სტილში გააგრძელა თამაში, კოლუმბია უტევდა, ყატარი კი თავს იცავდა. აზიელებს ეს კარგად 86-ე წუთამდე გამოუვიდათ - სანამ ხამესის პასით დუვან საპატამ წლევანდელ კოპაზე თავისი მეორე გოლი გაიტანა - 1:0. საპატას ამის შემდეგ დუბლის შესრულებაც შეეძლო.

ამით კოლუმბიამ B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და კოპა ამერიკას მეოთხედფინალის საგზური დაიბევა. ყატარის ნაკრებს 1 ქულა აქვს. 

კოლუმბია 1:0 ყატარი

გოლი: 1:0 საპატა (86)

კოლუმბია (4-3-3): ოსპინა - მედინა (46. არიასი), მინა, დ. სანჩესი, ტესილიო - კუადრადო (64. ფალკაო), ბარიოსი, ურიბე - ხამესი, საპატა, მარტინესი (75. დიასი)  

ყატარი (4-4-1-1): ალ შეები - კორეია, ალ-რავი, სალმანი, ჰასანი - ალ ჰაიდოსი (84. მოეინი), მადიბო, ხუხი, აფიფი - ჰატიმი (66.ჰატიაფი) - ალმოეზი 

კომენტარები

ბოლო ამბები