Thumbnail

ზედიზედ მესამედ მესამე - სანდრო ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ გახდა ბრინჯაოს მედალოსანი
  • შაბათს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდურში იასპარეზებს
სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლით

დიუსელდორფში მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა - ხმლით მოფარიკავე ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ 9 ორთაბრძოლა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუს კამილ იბრაგიმოვთან 11:15 წააგო. ეს ბაზაძის ზედიზედ მესამე ბრინჯაოა ევროპის ჩემპიონატებზე. სხვა ქართველმა ხმლით მოფარიკავეებმა - მიხეილ მარდალეიშვილმა, ბექა ბაზაძემ და ნიკა შენგელიამ - წარუმატებლად იასპარეზეს და შეჯიბრებას 1/32 ფინალში გამოეთიშნენ.

შაბათს საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები