Thumbnail

მსოფლიოს ერთა ლიგა არ იქნება! რაგბის მამებმა ტურნირს თავი ვერ მოაბეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია მარცხი აღიარა
  • 6-მილიარდიანი ინვესტიცია აღარ განხორციელდება
  • 12-გუნდიანი სუპერპროექტი ჩაიშალა

მსოფლიოს რაგბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ინიცირებული ახალი საერთაშორისო ტურნირის Nations Championship-ის - მსოფლიოს ერთა ლიგის - პროექტი ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის თანახმად ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო 12 გუნდს - ექვსი ერის ქვეყნებს (ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია), ოთხი ერის ქვეყნებს (არგენტინა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა) და ფიჯისა (ან აშშ) და იაპონიას. 

ყველაზე დიდი უთანხმოება გამოიწვია იმ საკითხმა, ყოფილიყო თუ არა ამ ელიტარულ 12-ეულში გავარდნის სისტემა. სარაგბო ქვეყნები მინიმუმ 2030 წლამდე "ჩაკეტილ" სისტემას ითხოვდნენ (განსაკუთრებით, ჩრდილო ნახევარსფეროს ქვეყნები). ამან დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობის უკმაყოფილება და პროტესტი გამოწვია. მსოფლიოს ერთა ლიგის ასეთი სახით ჩატარებას საქართველოს რაგბის კავშირიც ეწინააღმდეგებოდა.

მსოფლიო რაგბიმ პროექტის განხორციელებაზე ხელი აიღო. არადა, როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ პროექტის გარანტორები, საერთო თანხით 6,1 მილიარდი დოლარი, მარკეტინგული კომპანია Infront Sports & Media და ჰონგ კონგური Wanda Sports იყვნენ. 

ბილ ბომონტი (მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე)

"მსოფლიო რაგბის ამ პროქტით სურვილი ჰქონდა ამ თამაშის კიდევ უფრო განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ვერ შედგა სხვადასხვა ქვეყნის რაგბის კავშირებთან და ამით იმედგაცრუებულები ვართ. 

ჩვენ განვაგრძობთ ალტერნატიული გზების ძიებას, რათა ხელი შევუწყოთ რაგბის განვითარებას მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვალდებულნი ვართ გაჩნდეს ბევრად მეტი კონკურენტუნარიანი გუნდი, რათა 2027 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდების რიცხვის გაზრდა მოვახერხოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები