Thumbnail

ფარიკაობა | სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხმლით ფარიკაობაში ცხრავე შეხვედრა მოიგო
  • სანდრო ბაზაძე ზედიზედ მესამედ მოხვდა კონტინენტის პირველობის საუკეთესო ოთხეულში

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობს ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხმლით ფარიკაობაში ცხრავე შეხვედრა მოიგო და ზედიზედ მესამედ მოხვდა კონტინენტის პირველობის საუკეთესო ოთხეულში.

ნახევარფინალში სანდრო ბაზაძე 25 წლის რუს ნეტოქეს, კამილ იბრაგიმოვს დაუპირისპირდება, რომელიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორია.   

სამწუხაროდ,1/32-ფინალში დამარცხდნენ ბექა ბაზაძე და ნიკა შენგელია. ბექა იტალიელ მეტოქეს, ენრიკო ბერეს შეხვდა და 12:15 დამარცხდა. შენგელიამ რუს დმიტრი დანილენკოსთან 8:15 წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები