Thumbnail
  • 49 წლის სპეციალისტმა ნაკრებში მუშაობა პირადი მიზეზის გამო ვეღარ გააგრძელა
  • ლუის ენრიკე თანამდებობაზე მისმა ასისტენტმა, 41 წლის რობერტ მორენომ შეცვალა 
  • რობერტ მორენოს მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აღარაა. სპეციალისტის ადგილს მისი თანაშემწე, 41 წლის რობერტ მორენო დაიკავებს, რომელიც “ფურია როხას” ბოლო მატჩებში ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ნაკრებთან მუშაობას პირადი მიზეზების გამო ვერ ახერხებდა.

49 წლის ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები შარშან ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა შვიდი მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც ხუთი მოიგო და ორი დათმო. ოფიციალური ვერსიით, ენრიკემ ნაკრები დატოვა "გარკვეულ მიზეზთა გამო, რომლებიც მას, როგორც მწვრთნელს, ხელს უშლიდა ბოლო წლის განმავლობაში".

რობერტ მორენომ ესპანეთის ნაკრებს სამ შეხვედრაში უხელმძღვანელა

ნაკრებში სამწვრთნელო გადაადგილებებთან დაკავშირებით, კომენტარი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) ხელმძღვანელმა ლუის რუბიალესმა გააკეთა: 

"RFEF-ის გადაწყვეტილებით, რობერტო მორენოს ნდობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აქვს გამოცხადებული. ის დარჩება კონტრაქტის იმავე ვადით, რომელიც ხელმოწერილია და პასუხისმგებელი იქნება ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში ნაკრების გამოსვლაზე", - აქვეყნებს რუბიალესის ნათქვამს ესპანეთის ნაკრების ტვიტერი.

მორენომ ესპანეთის ნაკრებს წელს ევრო 2020-ის მატჩებში: მალტასთან, ფარერებსა და შვედედთან უხელმძღვანელა და წარმატებითაც. "ფურია როხამ" ყველა მოიგო. სპეციალისტს აქამდე მხოლოდ თანაშემწედ უმუშავია და მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველად დაიკავებს.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ესპანეთის ნაკრები F ჯგუფს, 4 მატჩში მოპოვებული 12 ქულით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები