Thumbnail

'ეს ხომ ჯორდანის გუნდია. აქ თამაში საოცარი პატივია' - ბითაძემ შარლოტში ივარჯიშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ბრუკლინში გაიმართება
  • გოგა ბითაძემ შარლოტ ჰორნეტსში ივარჯიშა

გოგა ბითაძემ NBA-ს დრაფტის წინ ბოლო ვარჯიში გამართა - ის შარლოტ ჰორნეტში მიიწვიეს. 

"დიდი მადლობა კლუბს ძალიან კარგი ვორქაუთი გვქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო. აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. შარლოტის დარბაზი საოცარია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო", - განაცხადა გოგამ ვორქაუთის შემდეგ. 

ბითაძის ვარჯიში შარლოტში 

"დრაფტზე დადგომის გადაწყვეტილება წლის დასაწყისშივე მივიღეთ. გუნდიც ძალზე დახმარა ამაში", - თქვა ბითაძემ. 

ინტერვიუ 

Charlotte Observer აღფრთოვანებულია ბითაძით. გამოცემას მიაჩნია, რომ ის შარლოტისთვის კარგი შენაძენი იქნებოდა. 

გოგა შარლოტშიც ყურადღების ცენტრში იყო

"ძველი სკოლის NBA-ს ცენტრები მოდაში აღარ არიან - მოთამაშეები, რომლებიც ერთი ფარიდან მეორესკენ გარბოდნენ და ფარზე ბრძოლის გარდა არაფერი ევალდებოდათ.

ახლა მათ ცვლიან ისეთი ცენტრები, როგორიც გოგა ბითაძეა, რომელიც 3-ქულიანებს 40%-იანი სიზუსტით ისვრის. მან ეს დღეს შარტლოტ ჰორნეტსის ვორქაუთზეც დაამტკიცა", - წერს გამოცემა. 

გამოცემას მიაჩნია, რომ თავად ბითაძეც მოიხიბლა შარლოტით - "ეს ხომ მაიკლ ჯორდანის გუნდია. აქ თამაში საოცარი პატივია", - უთხრა გოგამ Charlotte Observer-ს. 

შეგახსენებთ, რომ შარლოტ ჰორნეტსს დრაფტზე მე-12 ნომრად არჩევის უფლება აქვს. NBA-ს დრაფტი ბრუკლინში 20 ივნისს (საქართველოში 21-ის ადრეული დილით) გაიმართება. 

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები