Thumbnail
  • გერმანიაში მეგატრანსფერი განხორციელდა
  • მიუნხენის ბაიერნმა მატს ჰუმელსი დორტმუნდში გაყიდა

3 დღის წინ ვწერდით, რომ მატს ჰუმელსი ძალიან ახლოს იყო დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნებასთან - დღეს, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა!

რეკორდმაისტერის 30 წლის მცველი მიუნხენის ბაიერნს ტოვებს და ბრუნდება BVB-ში, სადაც 2008 წლიდან 2016 წლამდეც თამაშობდა. რეკორდმაისტერი და ბორუსია 38 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. ამ თანხაშივე შედის ბონუსებიც.

2012 წელს მატს ჰუმელსმა დორტმუნდში დუბლი შეასრულა - თასიც მოიგო და ჩემპიონატიც

მიუნხენელებმა ჰუმელსი დორტმუნდიდან 4 წლის წინ, 35 მილიონ ევროდ იყიდეს. მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა რეკორდმაისტერში 1118 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ბაიერნში მან 2019 წელს გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო, 2017 და 2018 წლებში კი მხოლოდ ბუნდესლიგა. დორტმუნდის ბორუსიაში ჰუმელსს 2011 და 2012 წელს გერმანიის ჩემპიონატი აქვს მოგებული, 2012-ში კი - გერმანიის თასიც.

სანამ გერმანული გრანდები ტრანსფერზე მორიგდებოდნენ, ჰუმელსი და BVB 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები