Thumbnail
  • 📅 20 ივნისი | ⌚ 04:30 | ⚽ არგენტინა V პარაგვაი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ზოგიერთი წყარო ლეო მესის სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრებს...

კოლუმბიასთან წაგების შემდეგ არგენტინის ნაკრებისადმი ყურადღება გაასმაგებულია. სკალონი შემადგენლობის შეცვლის ვარიანტს განიხილავს, არგენტინულ და არა მარტო პრესაში სასტარტო თერთმეტეულის სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა მაუწყებელმა tyc sport-მა სასტარტოს თავისეულ ვერსიაში მესი არ შეიყვანა! ინჩადას იმედი აქვს რომ არგენტინელების მთავარი მწვრთნელი მსგავს სულელურ ნაბიჯს არ გადადგავს და ლეო მოედანზე პირველივე წუთიდანვე იქნება.

აქტიურად განიხილება აგუეროს ნაცვლად ლაუტარო მარტინესის სასტარტოში ყოფნა. ცვლილებები ნახევარდაცვის ხაზსაც შეეხება. დიდი ალბათობით, ძირითადში ანხელ დი მარია ვერ მოხვდება

ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):

"რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა რომ ტურნირი სხვაგვარად დაგვეწყო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კოპა ამერიკა ჯერ არ დაწყებულა. პარაგვაისთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის. კარგი იქნება თუ მთლიან თამაშსს ისე ჩავატერებთ, როგორც ამას კოლუმბიასთან მეორე ტაიმში გაშვებულ გოლამდე ვაკეთებდით".

პარაგვაელებს ყატარელებმა პირველ ტურში ცივი შხაპი გადაასხეს. ედუარდო ბერიცოს გუნდი თამაშსს 2:0 იგებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში სამი ქულის აღება ვერ მოახერხა. აუტსაიდერად შერაცხულ ყატართან ფრე ბუნებრივია, რომ პარაგვაელთათვის უარყოფითი შედეგია.

არგენტინელებთან მატჩის წინ ბერიცო არ მალავს რომ მისი მთავარი ამოცანა ლეო მესის შეჩერება იქნება

ედუარდო ბერიცო (პარაგვაის ნაკრების მტავარი მწვრთნელი):

"ერთ კონკრეტულ ფეხბურტელს მესის თამაშიდან გამოთიშვა არ შეუძლია. ეს მთელმა გუნდმა უნდა გააკეთოს. როგორც წესი თუ მესის შეჩერებას ვინმე ერთ-ერთზე თამაშისას ცდილობს, მაშინ არგენტინმელის მოწინააღმდეგე განწირულია. ჩვენ შევეცდებით რომ ბურთზე კონტროლი დავამყაროთ და ამით შევეცადოთ, რომ არგენტინელთა კაპიტნის მხრიდან პრობლემები ავიცილოთ.

საკმაოდ სწრაფი თავდასხმა გვყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ არგენტინის ნაკრების მცველები მხოლოდ ჩვენი ფორვარდების განეიტრალებაზე იქნებიან ორიენტირებულნი და შეტევებში ჩართვის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებათ".

საინტერესო ფაქტები

⚽ არგენტინის ნაკრებს კონმებოლის ქვეყნებთან 3-მატჩიან წაგებათა სერია აქვს.

⚽ პარაგვაის ნაკრებმა ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა (3 ფრე, 5 წაგება).

⚽ არგენტინის ბოლო 5 გამარჯვება კოპა ამერიკაზე ფიფას რეიტინგის ოცეულს მიღმა ქვეყნებთან 3 და მეტი გოლის სხვაობით მოხდა. 

⚽ მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 6 საკვალიფიკაციო მატჩიდან 4-ში გამარჯვებული ერთმა გოლმა გამოავლინა. 

⚽ ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში პირველ ტაიმებში ერთი გუნდი გოლს ვერ იტანდა. 

⚽ 2015 წელს არგენტინის ნაკრებმა პარაგვაის 6:1 მოუგო კოპა ამერიკაზე. იმ თამაშში ანხელ დი მარიამ დუბლი შეასრულა.  

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (4-3-3): არმანი - კასკო, ოტამენდი, პეცელა, ტალიაფიკო - ლო სელსო, პარედესი, როდრიგესი - მესი, აგუერო, დე პაული

პარაგვაი (4-2-3-1): ფერნანდესი - ვალდესი, ბალბუენა, ალონსო, არსამენდია - ორტისი, როხასი - გონსალესი, ალმირონი, დომინგესი - კარდოსო 

კომენტარები

ბოლო ამბები