Thumbnail

ხამესი იტალიაში მიდის! ტრანსფერი 20 ივნისს დადასტურდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 27 წლის შემტევი ნახევარმცველი სერია A-ში გააგრძელებს კარიერას
  • ხამეს როდრიგესი ნაპოლიში იჯარით გადავა გამოსყიდვის პერსპექტივით

გადაწყვეტილია, რომ ხამეს როდრიგესი ნაპოლიში გააგრძელებს კარიერას. იტალიური სპორტული მედიის ცნობით, ტრანსფერი ოფიციალურად 20 ივნისს დადასტურდება. სწორედ ამ დღეს, ტურინის იუვეენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარის პრეზენტაცია შედგება და როგორც მედია იუწყება, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სურვილია, რომ ტრანსფერი სწორედ ამ დღეს დაადასტუროს.

27 წლის შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებებს მადრიდის რეალი ფლობს, თუმცა გასული სეზონი იჯარით მიუნხენის ბაიერნში გაატარა. ნაპოლი ხამესს არენდით დაიმატებს, სეზონის ბოლოს კი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს. ამ დროისთვის, ხამეს როდრიგესი კოლუმბიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს.

კომენტარები

ბოლო ამბები