Thumbnail
  • 2019/20 წლების ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • სავარაუდო მეტოქეების ვინაობა დინამომ, ტორპედომ და ჩიხურამ შეიტყვეს

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ტურნირში წელს მონაწილე ქართული კლუბების: თბილისის დინამოს, ქუთაისის ტორპედოსა და საჩხერის ჩიხურას სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.

მეტი ამ თემაზეევროპალიგის პირველი ეტაპის წილისყრა

ევროპალიგის მეორე ეტაპის მატჩები 25 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს გაიმართება და მასში ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული 18 და ამ ტურნირის მონაწილე 74 (27 პირდაპირი გზით, 47 პირველი ეტაპის დაძლევით) გუნდი ითამაშებს. 

დინამო თბილისი
დინამოს, რომელიც ევროპალიგის პირველ ეტაპზე ლა ფიორიტასა (სან მარინო) და  ენგორდანის (ანდორას) წყვილში მოგებულს შეხვდება (ეს მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება), ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, აზერბაიჯანულ გაბალას შეხვდება. შეგახსენებთ, ამ გუნდის ღირსებას დინამოელთა ყოფილი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი იცავს.

ქუთაისის ტორპედო
ტორპედოს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ყაზახური ორდაბასი ჰყავს, რომელსაც კახაბერ ცხადაძე წვრთნის. კახა ჩხეტიანის გუნდი, აქ წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ჩეხურ მლადა-ბოლესლავს შეხვდება.

საჩხერის ჩიხურა
საჩხერელებს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ლუქსემბურგის ფოლა ეში შეხვდა და თუკი სოსო ფრუიძის შეგირდები ამ ეტაპს გაივლიან, მეორეში შოტლანდიური აბერდინისა და ფინურ როვანიემს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

საბურთალო
წლევანდელ ევროთასებზე მოთამაშე კიდევ ერთი ქართული გუნდი, საქართველოს ჩემპიონი საბურთალო, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემთხვევაში, ასპარეზობას ევროპალიგაში გააგრძელებს, სადაც ალბანური პარტიზანისა და აზერბაიჯანული ყარაბაღის წყვილში დამარცხებულს დაუპირისპირდება.

მეტი ამ თემაზე: თუ შერიფს გაივლის - ჩემპიონთა ლიგაში საბურთალოს სავარაუდო მეტოქე გაირკვა

ევროპალიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა 27 მაისს, პოლონეთში, ქალაქ გდანსკის არენა "ენერგა-გდანსკზე" გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები