Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგაზე საბურთალო შერიფს დაუპირისპირდება
  • თბილისური გუნდის მწვრთნელმა პირველი კომენტარი გააკეთა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საბურთალო ტირასპოლის შერიფს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 10 ივლისს მოლდოვაში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. საბურთალო ევროდებიუტისთვის ემზადება, რის შესახებაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა:

“ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური შერიფი გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა გლაზგოს სელტიკს შევხვედროდით.

შერიფის თამაში ბოლოს ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშან შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი”.

კომენტარები

ბოლო ამბები