Thumbnail

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედო ყაზახურ ორდაბასს დაუპირისპირდება, რომელსაც კახა ცხადაძე უდგას სათავეში. პირველი მატჩი ყაზახეთში გაიმართება, ხოლო საპასუხო თბილისში. ორდაბასთან დუელზე კომენტარი გააკეთა ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა:

“ორდაბასი კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება. გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს შერიფიდან დაგვამახსოვრა. ასევე, ორდაბასის ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს. ჩვენთვის ისიც ნაცნობი ფეხბურთელია ლუდოგორეციდან.

წინ გაგრასთან სათასო მატჩია და ახლა მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ ორდაბასის მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს: საბურთალოს, დინამოს და ჩიხურას ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო”.

კომენტარები

ბოლო ამბები