Thumbnail

‘ქუთაისის ტორპედო სერიოზული გუნდია’ - რა თქვა კახა ცხადაძემ წილისყრის შემდეგ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ორდაბასის ქართველმა მწვრთნელმა წილისყწრის შედეგი შეაფასა
  • კახა ცხადაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ტორპედოს კარგად შეისწავლის

ქუთაისის ტორპედოს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ყაზახური ორდაბასი ერგო, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, კახაბერ ცხადაძე წვრთნის. კახა ჩხეტიანის გუნდი პირველ მატჩს ყაზახეთში ჩაატარებს.

50 წლის ქართველმა მწვრთნელმა წილისყრის შედეგი შეაფასა და ქუთაისურ კლუბზე ისაუბრა.

“ჩვენ ვიცით, რომ ტორპედომ ბოლო 3 წელიწადში საქართველოში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ეს სერიოზული გუნდია და ჩვენ მომავალ მეტოქეს პატივს ვცემთ. ქუთაისურ კლუბს ახალგაზრდა, კარგი მწვრთნელი ჰყავს. ამ გუნდმა 2017 წელს საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, გასულ წელს კი საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა.

'ოდნავ მოგვიანებით დავიწყებთ ტორპედოს დეტალურად შესწავლას'

ტორპედო სერიოზული გუნდია, რომელსაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ქუთაისელებთან მატჩზე ჯერ არ ვფიქრობთ. ჩვენ სერიოზული მატჩები გვაქვს, ყოველი თამაში მნიშვნელოვანია. ოდნავ მოგვიანებით დავიწყებთ ტორპედოს დეტალურად შესწავლას და მათთან მატჩებისთვის მოვემზადებით,” - განაცხადა კახა ცხადაძემ.

კომენტარები

ბოლო ამბები