Thumbnail
  • ბრაზილიის ნაკრებმა ვენესუელას დამარცხება ვერ შეძლო
  • ტიტეს ნაკრებმა ორი გოლი გაიტანა და ორივე გაუქმდა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა კოპა ამერიკის მეორე ტურის შეხვედრაში ვენესუელასთან ითამაშა და 2 ქულა დაკარგა. ტურნირის მასპინძლებმა ცუდად ითამაშეს - 'სელესაო' მოგებას არ იმსახურებდა. პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, რიშარლისონს სტუმრების მეკარე ვუილკერ ფარინესმა აჯობა.

ბრაზილიამ მეორე ტაიმში 2 გოლი გაიტანა, მაგრამ არცერთი ჩაითვალა. რიშარლისონის ნაცვლად ცვლილებაზე შემოსულმა გაბრიელ ჟეზუშმა მე-60 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ ფირმინო თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი გაუქმდა.

გაბრიელ ჟესუსის გაუქმებული გოლი ვენესუელას კარში - 1:0

გაბრიელ ჟესუსის გაუქმებული გოლი ვენესუელას კარში - 1:0

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 18 ივნისი, 2019

მეორე გოლიც ფირმინოს გამო გააუქმეს. ევერტონის ბრწყინვალე რეიდის შემდეგ, ბურთი საჯარიმოში კოუტინიოს მიუვიდა, რომელმაც დაარტყა და გაიტანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოუტინიოს დარტყმის შემდეგ, ბურთი ფირმინოს მოხვდა, რომელიც ვენესუელელთა მეკარეზე წინ იყო, რის გამოც ბრაზილიას მეორე გოლიც გაუუქმდა. საბოლოოდ, ვენესუელამ კოპა ამერიკის მასპინძელთან ტურნირზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად არ წააგო - 0:0.

მიმდინარე კოპა ამერიკაზე ვიდეორეფერის დახმარებით სულ 4 გოლი გააუქმეს. აქედან 3 გოლი ვენესუელის ნაკრების კარში გავიდა.

სალვადორში სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა ტიტეს ნაკრებს უსტვინა. მათ ბრაზილიელების თამაში არ მოსწონთ. გულშემატკივარი ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს ითხოვს. სოციალურ ქსელებში ტიტეს ევერტონის გამო აკრიტიკებენ. ფაქტია, რომ გრემიოს შემტევმა ორივე მატჩში დავიდ ნერეშზე უკეთ ითამაშა, მაგრამ ტიტე მას ძირითად შემადგენლობაში არ აყენებს.

ბრაზილიის ნაკრებს მეორე გოლიც გაუუქმეს

ბრაზილიის ნაკრებს მეორე გოლიც გაუუქმეს - კოუტინიოს გოლი არ ჩაითვალა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 18 ივნისი, 2019

ვენესუელას 2 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. ბოლო ტურში მათ ბოლივიასთან მატჩი ელით. რაც შეეხება ბრაზილიას - ისინი პერუს დაუპირისპირდებიან. პერუელებმა ბოლივიას 3:1 მოუგეს და ჯგუფს ბრაზილიასთან ერთად ლიდერობენ.

ბრაზილია 0:0 ვენესუელა

ბრაზილია (4-5-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ფილიპე ლუისი - არტური, კაზემირო (57. ფერნანდინიო), რიშარლისონი (46. გაბრიელ ჟეზუში), კოუტინიო, დავიდ ნერეში (72. ევერტონი) - რობერტო ფირმინო.

კომენტარები

ბოლო ამბები