Thumbnail
  • ბოლივია 1:3 პერუ
  • 1:0 მარტინსი (27-პენ), 1:1 გერერო (45), 1:2 ფარფანი (55), 1:3 ფლორესი (96)

კოპა ამერიკის მეორე ტურის პირველ მატჩში A ჯგუფში ერთმანეთს ბოლივიისა და პერუს ნაკრებები შეხვდნენ, პერუელებმა 3:1 გაიმარჯვეს და ჯგუფში ბრაზილიელთა მატჩამდე გალიდერდნენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის სტარტზე პერუ ვენესუელას დაუზავდა, ხოლო ბოლივია უშანსოდ დამარცხდა მასპინძელ ბრაზილიასთან. 

შეხვედრას რიო დე ჟანეიროს "მარაკანამ" უმასპინძლა და ის თითქმის ცარიელი იყო, თუმცა პერუელი ფანები ისეთ ხმაურს გამოსცემდნენ, სტადიონი სავსე გეგონებოდათ. 27-ე წუთზე საქმეში VAR ჩაერია, მსაჯმა ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ პერუელთა კარში პენალტი დანიშნა, რადგან სამბრანომ ხელით ითამაშა. მარსელო მარტინსმა ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა. ტაიმის მიწურულს პაულო გერერომ მოედნის ცენტრიდან კუევას პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაათანაბრა - 1:1. 

მეორე ტაიმში პერუელთა უპირატესობა გამოიკვეთა - 55-ე წუთზე ფლანგიდან გერერომ ჩააწოდა და ჯეფერსონ ფარფანმა პერუ თავური დარტყმით დააწინაურა. ბოლივიას ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გათანაბრება ვერ შეძლო, სამაგიეროდ, მატჩის ბოლოს ედისონ ფლორესმა პერუელთა მესამე გოლი გაიტანა - 1:3.

ბოლივია 1:3 პერუ

გოლები: 1:0 მარტინსი (27-პენ), 1:1 გერერო (45), 1:2 ფარფანი (55), 1:3 ფლორესი (96)

ბოლივია (4-5-1): ლამპე - დი. ბეხარანო, ჰაქინი, ხუსინო, მ. ბეხარანო - საავედრა (74. ვაკა), ხუსტინიანო, კასტრო (80. ალვარესი), საუსედო (71. რ. ფერნანდესი), ჩუმასერო - მარტინსი  

პერუ (4-5-1): გალესე - ადვინკულა, სამბრანო (85. არაუხო), აბრამი, ტრაუკო - ფარფანი, ტაპია, კუევა (79. ფლორესი), იოტუნი, პოლო - გერერო (93. გონსალესი)

კომენტარები

ბოლო ამბები