Thumbnail

€120 მილიონი - გრიზმანის შემცვლელში? ატლეტიკოს ბენფიკას ვარსკვლავი სურს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 120 მილიონი ევრო...
  • ატლეტიკოს ჟოაო ფელიქსი სურს

BBC Sport-ის ინფორმაციით მადრიდის ატლეტიკო ბენფიკას ახალგაზრდა შემტევის - ჟოაო ფელიქსის დამატებას ცდილობს.

19 წლის ფელიქსმა წელს 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 120 მილიონ ევროს შეადგენს.

ატელტიკოს ასეთი თანხა ანტუან გრიზმანის ტრანსფერის შემდეგ გაუჩნდება, რომელიც ივლისში დიდი ალბათობით ბარსელონას ფეხბურთელი გახდება.

თუ ასე მოხდა, ჟოაო ფელიქსის ტრანსფერი - ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულში შევა და ნეიმარის, მბაპეს, კოუტინიოს და დემბელეს გვერდით დადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები