Thumbnail

რუსი აშკარა უპირატესობით დამარცხებულია - მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პირველი მედლები იტალიიდან - ოქრო და ბრინჯაო
  • მათე გოქაძემ ფინალში რუს მუსაევს მოუგო

იტალიის ქალაქ ფაენცაში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოჭიდავეთა შორის. დღეს საქართველოს პირველი ოქრო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მათე გოქაძემ (110 კგ) მოუტანა. მან ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე საიდ მუსაევს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა. მათემ მეტოქე ძალზე იოლად, პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით დაამარცხა - 8:0. 

მათე გოქაძე V საიდ მუსაევი 

მათე გოქაძის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში

მათე გოქაძის გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე საიდ მუსაევთან 110 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 18 ივნისი, 2019

დღესვე დიმიტრი ხაჩიძემ (51) ბრინჯაოს მედალი აიღო, ქართველმა ფალავანმა მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელ სტრილჩუკს მოუგო - 5:1. 

19 ივნისს ფინალში იჭიდავებს დათა ხაჩიძე (71), რომელიც მოლდოველ გუტუს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები