Thumbnail

ალექს ფერგიუსონი მუნდიალზე მყოფ შოტლანდიის ქალთა ნაკრებს დაეხმარა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სერ ალექსმა ქალთა ნაკრები გაამხნევა
  • 'ბოლო მატჩებში მსაჯობით უკმაყოფილო ჩანდა'

ალექს ფერგიუსონი საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასულ შოტლანდიის ქალთა ნაკრებს ეხმარება, ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - შელი კერიმ ისაუბრა.

ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა კერის დაუკავშირდა, რომლის გუნდმაც ოთხშაბათს პარკ დე პრენსზე არგენტინა უნდა დაამარცხოს, რათა D ჯგუფიდან გასვლა შეძლოს.

სქოთებმა პირველი ორი მატჩი ინგლისთან და იაპონიასთან 2:1 წააგეს. "ძალიან დიდი მოტავიაციაა ჩემთვის მისი ზარი, მისი აზრების მოსმენა, რამდენიმე რჩევაც მივიღე, ყველაფერს ვერ გეტყვით..." - ამბობს კერი.

"ფეხბურთელებიც ძალიან გაამხნევა, ასეთი ლეგენდის ყურადღება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რაც მოტივაციას გვაძლეს და გვაძლიერებს. განაწყენებული ჩანდა გასულ მატჩებში მსაჯობით." - დაამატა ქალთა ნაკრების მწვრთნელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები