Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 4:6 მატეო ბერეტინი
  • ამ სეზონში ნიკას ბალახის კორტებზე ჯერ არ მოუგია

ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ცუდ ფორმაშია, 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ATP ტურზე ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. არადა, ყველა ამ ტურნირში ნიკა განთესილთა შორის იყო. 

ამჯერად, მან ჰალეში მე-6 ნომრად განთესილმა დათმო პირველივე წრის მატჩი იტალიელ მატეო ბერეტინისთან (22) - 4:6, 4:6. ტანმაღალ იტალიელთან ბალახის კორტზე ბასილაშვილს თითქმის არაფერი გამოსდიოდა და მალევე საათსა და 10 წუთში დაყარა ფარ-ხმალი. ბერეტინიმ მშვიდად, თითო სეტში თითო მოწოდება აართვა ქართველ მეტოქეს და მეორე წრეში გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ქალაქ ჰალეში ATP World Tour 500-იანი სერიის ტურნირი Noventi Open მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდიც €2 116 915-ია. ეს ტურნირი ბალახის საფარიან კორტებზე იმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები