Thumbnail

'უკრაინა თუ საქართველო? ეს პროვოკაციაა' - წიტაიშვილს თურქული გრანდი ეპატიჟება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რომელ ნაკრებს აირჩევს გიორგი წიტაიშვილი
  • თურქული მედია: წიტაიშვილს ბეშიქთაში ეპატიჟება

18 წლის გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თანაც, ერთი გოლი ფინალში სწორედ კიევის დინამოს ქართველმა ტალანტმა გაიტანა და ის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

გიორგი კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია, საქართველოში არ კარგავენ იმედს, რომ ის საბოლოოდ არჩევანს საქართველოს ნაკრებზე გააკეთებს, უკრაინაში კი სწორედ ამის ეშინიათ.

Youtube არხ Трендец-ზე გიორგის კითხეს, თუ რომელ ქვეყანას აირჩევს სამომავლოდ:

"ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, ეს კი პროვოკაციული შეკითხვაა. ამ თემაზე ჯერ არ ვფიქრობ. სანამ არ მიმიღია გადაწყვეტილება - მე უკრაინელი ვარ და უკვე 8 წელია უკრაინაში ვცხოვრობ". 

წიტაიშვილთან დაკავშირებით ერთი სიახლეა - თურქულ მედიაში Fotospor-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წიტაიშვილით სტამბოლის ბეშიქთაშია დაინტერესებული. Transfermarkt გიორგის 800 ათას ევროდ აფასებს, თუმცა, ბუნებრივია, კიევის დინამო ტალანტს ამ ფასად არ გაყიდის. ბეშიქთაში თურქეთის სუპერლიგაში მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპალიგაზე ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები