Thumbnail

'არ ვიცით, საბურთალო რა გუნდია' - შერიფის მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საბურთალო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შერიფს ხვდება
  • მოლდოვური გუნდის მთავარ მწვრთნელს საბურთალოზე წარმოდგენა არ აქვს

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი საბურთალო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მეტოქედ ტირასპოლის შერიფი შეხვდა, რომელსაც 9 ან 10 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 16 ან 17 ივლისს კი შინ მიიღებს.

მეტი ამ თემაზე: 

მოლდოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ნიონში გამართულ წილისყრაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ჯერ არ ვიცით, ეს რა გუნდია. რადგან საქართველოს ჩემპიონია, ნიშნავს, რომ დაიმსახურა. მეტოქეს პატივს ვცემთ, ჩვენთვის კი მთავარია, ამ მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ". 

ტირასპოლის კლუბი მოლდოვას მიმდინარე ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს

შერიფი ქართული კლუბის მეტოქე შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც იყო. ტორპედომ ქუთაისში მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია, ტირასპოლში კი ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 

საბურთალომ 2018 წელს საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად იზეიმა. ჭიაბრიშვილის გუნდმა ეროვნული ლიგა 79 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა და უახლოეს მდევარ თბილისის დინამოს 10 ქულით გაუსწრო.

კომენტარები

ბოლო ამბები