Thumbnail
  • გოგა ბითაძის ვარჯიში და კომენტარი პისტონსში
  • ამაღამ ქართველ ცენტრს შარლოტი გამოცდის
  • ამერიკული მედიის ფავორიტი ბოსტონი და ატლანტაა
გოგა დეტროიტში პრესკოფერენციაზე

გოგა ბითაძემ დეტროიტ პისტონსში ივარჯიშა, ქართველი კალათბურთელი რამდენიმე ტალანტთან ერთად მიიწვიეს ზაზა ფაჩულიას გუნდში მასზე დასაკვირვებლად, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო მოთამაშეები სწორედ გოგა და ბრენდონ კლარკი იყვნენ.

"მოხარული ვარ, რომ "მწვანე ოთახში" დამპატიჟეს. გპირდებით, რომ 100%-ით დავიხარჯები", - განაცხადა დეტროიტში ვორქაუთის წინ გოგამ. 

ბითაძე სამქულიანების ვარჯიშზე 

3 Points

3 ქულიანების წვიმა გოგას შესრულებით 👌 Goga Bitadze’s 3PT stroke at a recent workout in #NYC

Posted by Goga Bitadze on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019

ტალანტების ვარჯიშს დეტროიტის მთავარი მრჩეველი ედ სტეფანსკი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე შერჩეული ჰყავს სამი სავარაუდო ვარიანტი, თუმცა გვარები არ დაუსახელებია. 
ქართველმა ცენტრმა ვარჯიშზე თავი განსაკუთრებით სამქულიანების სროლაში გამოიჩინა. 
ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციაზე გოგამ შემდეგი თქვა: 

პრესკონფერენცია 

interview

ინტერვიუ დეტროიტში ვარჯიშის შემდეგ. speak to the media after their pre-draft workout.

Posted by Goga Bitadze on სამშაბათი, 18 ივნისი, 2019

"ბოლო წლებში NBA-ში თამაში მკვეთრად შეიცვალა, ახლა ცენტრებს პერიმეტრიდან სროლაც ევალებათ. ვფიქრობ, რომ ეს საჩემო თამაშია, რადგან კარგად ვისვრი შორი დისტანციიდან. ვფიქრობ, დაცვაშიც კარგად შემიძლია თამაში და გუნდელებთან პოზიციების გაცვლა. მოედნის ორივე ნახევარზე ენერგიულად თამაში ჩემი დადებითი მხარეა.

წაიკითხე | რომელი კლუბი აიყვანს გოგა ბითაძეს - NBA-ს დრაფტი ახლოვდება

ევროლიგა ძალიან მაღალი დონეა, ბევრი კარგი კალათბურთელია, მათ შორის NBA-ს ყოფილი მოთამაშეებიც. ძალიან კარგი სეზონი გამომივიდა, დავამტკიცე, რომ პროფესიონალების წინააღმდეგ თამაში შემიძლია. ჩემზე ბევრად გამოცდილ და ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებს ვუპირისპირდებოდი და ეს ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, რომ  NBA-თვის მზად ვარ". 

დეტროიტს დრაფტის მე-15 არჩევანი აქვს, რაც გოგასთვის ოპტიმალურია. ამერიკული მედია წერს, რომ ცენტრზე მეტად გუნდს სხვა პოზიციის გამაგრება ესაჭიროება, მაგრამ არც გოგას გაშვება შეიძლება. freep.com: "დეტროიტს ფრთა ესაჭიროება და დამხმარე გამთამაშებელზე, მაგრამ ეს ორი "დიდი" ძალიან ძლიერია".

შემდეგი გაჩერება შარლოტი

18 ივნისს (საქართველოში 19 ივნისის დილა) შარლოტ ჰორნეტსი აწყობს ვორქაუთს და რამდენიმე მიწვეულ ტალანტს შორის არის გოგა ბითაძეც. ეს გოგას ბოლო ვორქაუთი იქნება დრაფტამდე - 20 ივნისს ბრუკლინში NBA-ს დრაფტია, სადაც გოგა "მწვანე ოთახშია" დაპატიჟებული. 

ფავორიტი მაინც ბოსტონი და ატლანტაა

ამერიკულ მედიაში კი სულ უფრო ხშირად გოგას ატლანტასა და ბოსტონს უკავშირებენ. ბოლო ინფორმაციით, უფრო მეტი შანსი სწორედ ამ კლუბებში გოგას მოხვედრაა. შეგახსენებთ, რომ გოგამ ორივე გუნდში ჩაატარა ვარჯიში.

სტივენსი და ეინჯი სელტიკსის ვორქაუთზე

ბოსტონში მის ვარჯიშს მთავარი მწვრთნელი ბრედ სტივენსი და გენერალური მენეჯერი დენი ეინჯი დაესწრნენ. გოგას სელტიკსში მე-14 ნომრად აყვანას უწინასწარმეტყველებენ. ამის მერე ყველაზე რეალური მისი ატლანტაში მოხვედრაა მე-17 ნომრად. 

კომენტარები

ბოლო ამბები