Thumbnail

ლიანა ჯოჯუას დებიუტი UFC-ში - მეტოქე და თარიღი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 24 წლის ქართველი მებრძოლი 7 სექტემბერს, აბუ-დაბიში სარა მორასს დაუპირისპირდება
  • კანადელმა კარიერაში 10 ბრძოლა გამართა, საიდანაც 5 მოიგო და 5--ჯერ დამარცხდა

ქართველ მებრძოლ ლიანა ჯოჯუას UFC 242-ის ეგიდით სადებიუტო ორთაბრძოლა ექნება. 24 წლის ლიანა 7 სექტემბერს, აბუ-დაბიში სარა მორასს დაუპირისპირდება. კანადელს კარიერაში 10 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 5 მოიგო და 5-ჯერ დამარცხდა.

ლიანა ჯოჯუას შერეულ ორთაბრძოლებში 7 მოგება და 2 მარცხი აქვს. ქართველ მებრძოლს UFC-სთან 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ UFC 242-ზე მთავარი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვს და დასტინ პორიეს შორის შედგება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები