Thumbnail

'რობინიოსა და ნეიმარის სტილში ვთამაშობ' - ვინ არის რეალის ახალწვეული როდრიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • როდრიგო სილვა დე გოესი რეალის ფეხბურთელია
  • 'სამეფო კლუბმა' მასში 45 მილიონი ევრო გადაიხადა

მადრიდის რეალმა კიდევ ერთი ახალწვეული, 18 წლის ბრაზილიელი როდრიგო სილვა დე გოესი წარადგინა. სანტოსი და "სამეფო კლუბი" ტრანსფერზე 15 ივნისს შეთანხმდნენ და ახალგაზრდა მარცხენა ვინგერი ბრაზილიურ კლუბსაც დაემშვიდობა. მედიის ცნობით, ტალანტის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესმა 45 მილიონი ევრო გადაიხადა. 

როდრიგომ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და რეალის ფანებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარუდგა. მან რეალს მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა. 

"ეს დღე ჩემთვის ბავშვობის ოცნების ასრულებაა. ვინისიუსს ველაპარაკე და ვიცი, რომ რეალში მხოლოდ საუკეთესოები თამაშობენ. მე მზად ვარ, როგორც პირველ გუნდში, ისე კასტილიაში სათამაშოდ. ზიდანთან ჯერ არ მილაპარაკია და იმედია, მალე მომეცემა ამის საშუალება ვარჯიშზე. 
შემტევი ვარ და მიყვარს დრიბლინგი და გოლების გატანა. თამაშის სტილით რობინიოსა და ნეიმარს ვგავარ. მოთმინება უნდა ვიქონიო, თავიდან ვინისიუსიც ცოტას თამაშობდა. 

როდრიგო ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელის, მარჯვენა მცველ ერიკის ვაჟია, თუმცა ის ბრაზილიის სერია B-ზე შორს არ წასულა.

რეალს, რომელმსაც სეზონი ჩაუვარდა, წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა აქვს - გუნდმა უკვე დაიმატა ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, ფერლან მენდი, ედერ მილიტაო და იაპონელი თინეიჯერი ტაკეფუსა კუბო. 

კომენტარები

ბოლო ამბები