Thumbnail

'გიორგი ჩაკვეტაძეს არ გავყიდით' - გენტის დირექტორმა გულშემატკივრები დაამშვიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გიორგი ჩაკვეტაზეს ტრავმა აქვს და მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება
  • როგორც ჩანს, დიდია შანსი, 19 წლის ქართველი კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ბელგიაში

ბელგიური გენტის ნახევარმცველი ბირგერ ვერსტაეტე კიოლნში გააგრძელებს კარიერას. გერმანულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 4.5 მილიონი ევრო გააიხადა. გენტის დირექტორმა მიშელ ლევაგიმ დაამშვიდა გულშემატკივრები და განაცხადა, რომ ამ ზაფხულს, გუნდს სხვა წამყვანი ფეხბურთელები არ დატოვებენ, მათ შორის - არც გიორგი ჩაკვეტაძე!

“ჩვენ ბირგერის შენარჩუნება გვსურდა, მაგრამ მან გერმანიაში ამჯობინა კარიერის გაგრძელება და შესაბამისად, ვერ დავაკავებდით. სამაგიეროდ, გარწმუნებთ რომ ამ ზაფხულს კლუბი სხვა წამყვან ფეხბურთელებს შეინარჩუნებს, მათ შორის ჯონათან დავიდს და გიორგი ჩაკვეტაძეს. მათ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდაც არ გავყიდით!” - განაცხადა ლევაგიმ.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა აქვს, სარეაბილიტაციო კურსს გადის და წინასწარი პროგნოზით, მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები