Thumbnail

BREAKING: მიშელ პლატინი დააკავეს! უეფას ექს-პრეზიდენტს კორუფციაში ედება ბრალი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გავრცელებული ინფორმაციით, მიშელ პლატინი დააკავეს
  • უეფას ყოფილ პრეზიდენტს კორუფციაში ედება ბრალი
  • საქმე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას ეხება

ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

63 წლის ფრანგის დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ევროპული მედია წერს, რომ საქმე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ყატარისთვის მიცემას ეხება.

როცა ყატარმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება მიიღო, ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი იყო

გავრცელებული ცნობების თანახმად, მსოფლიო ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები ტურინის იუვენტუსში აქვს გატარებული, პარიზში, ნანტერის პოლიციის განყოფილებაშია. მისი დაკითხვა მალე დაიწყება.

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი 2010 წელს ყატარისთვის 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლების მიცემაში მონაწილეობდა. ცნობილია, რომ პლატინი მაშინ, რამდენიმე დღით ადრე, ყატარელთა წარმომადგენელ მოჰამედ ბინ ჰამამს შეხვდა. წლებია, ყატარი ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო კრიტიკის ობიექტია.

ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი

მიშელ პლატინი 2007-დან 2016 წლამდე უეფას პრეზიდენტი იყო. მან ჯერ ფიფას ეთიკის კომისიისგან მიიღო დისკვალიფიკაცია, 2016 წელს კი თანამდებობიდან გადადგა. პლატინი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები