Thumbnail

‘ცალი ფეხითაც შენზე მაღლა ვხტები’ - კლეი ტომპსონის პასუხი ზაზა ფაჩულიას

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ზაზა ფაჩულიას და კლეი ტომპსონის მიმოწერა ინსტაგრამზე
  • ქართველმა გოლდენ სტეიტის ვარსკვლავს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა

ზაზა ფაჩულია და კლეი ტომპსონი მეგობრები არიან. ქართველი კალათბურთელი არასდროს მალავდა, რომ გოლდენ სტეიტში თამაშისას, საუკეთესო ურთიერთობა სწორედ მასთან ჰქონდა. ზაზა და კლეი ერთმანეთს ჩატენვებში ეჯიბრებიან ხოლმე. მარტის ბოლოს, როდესაც ფაჩულიას დეტროიტი ოკლენდში სათამაშოდ ჩავიდა, ზაზას შარშანდელი საჩემპიონო ბეჭედი სწორედ კლეი ტომპსონმა გადასცა.

როგორც იცით, უორიორსის ვარსკვლავმა NBA-ს ფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩში, ტორონტოსთან უმძიმესი ტრავმა მიიღო. ტომპსონმა მუხლის მყესი გაიწყვიტა და გოლდენ სტეიტს მინიმუმ წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.

ზაზა ფაჩულია ინსტაგრამზე მეგობრის ტრავმას გამოეხმაურა. “მე მას უკვე ვესაუბრე. მინდა, ჩემს ძმას სწრაფად გამოჯანმრთელება აქაც ვუსურვო. მალე დაბრუნდი, კლეი. მინდა, შენთან ჩატენვების შეჯიბრება გავაგრძელო,” - დაპოსტა ზაზამ.

კლეიმ ფაჩულიას პასუხი არ დაუგვიანა: “მადლობა, ჩემო მეგობარო. მე ცალი ფეხითაც კი შენზე მაღლა ვხტები!”

კომენტარები

ბოლო ამბები