Thumbnail
  • ჩილეს ნაკრებმა იაპონია 4:0 დაამარცხა
  • C ჯგუფში ურუგვაი და ჩილე ლიდერობენ

მოქმედმა ჩემპიონმა ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ასპარეზობა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. რეინალდო რუედას გუნდმა ტურნირზე სტუმრის რანგში მიწვეული იაპონიის ნაკრები სან პაულოში სოლიდური ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

არტურო ვიდალისა და ალექსის სანჩესის გარშემო აწყობილმა გუნდმა პირველი ტაიმი ერიკ პულგარის გოლით მოიგო. მეორე ტაიმში ედუარდო ვარგასმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ალექსის სანჩესმა გაიტანა.

იაპონია 0:4 ჩილე • მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

იაპონია 0:4 ჩილე • მოქმედმა ჩემპიონმა მოგებით დაიწყო

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019

პირველი ტურის შემდეგ, C ჯგუფში ურუგვაი და ჩილე ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრებმა ეკვადორი ასევე 4:0 დაამარცხა. მეორე ტურში, იაპონია პორტუ ალეგრეში ურუგვაის დაუპირისპირდება (21 ივნისს), ჩილე კი - სალვადორში ეკვადორს შეხვდება (22 ივნისს). ჯგუფის ფავორიტები ერთმანეთს მესამე ტურში, რიო დე ჟანეიროში, 25 ივნისს ეთამაშებიან.

იაპონია 0:4 ჩილე

გოლები: 0:1 პულგარი (41), 0:2 ე. ვარგასი (54), 0:3 ალექსის სანჩესი (82), 0:4 ე. ვარგასი (83)

იაპონია (4-4-2): ოსაკო - ჰარა, უედა, ტომიიასუ, სუგიოკა - მაედა (66. მიიოში), შიბასაკი, ნაკაიამა, ნაკაჯიმა (66. აბე) - კუბო, აიასე (79. ოკაზაკი).

ჩილე (4-3-3): არიასი - ისლა, მედელი, მარიპანი, ბოსეჟური - არანგისი, პულგარი, ვიდალი (78. პაბლო ერნანდესი) - ფუენსალიდა (80. ოპასო), ე. ვარგასი, ალექსის სანჩესი (87. ფერნანდესი).

კომენტარები

ბოლო ამბები