Thumbnail

კარგი სტარტი იტალიაში - მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ჭიდაობაში
  • მათე გოქაძე ოქროსვის იბრძოლებს

იტალიის ქალაქ ფაენცაში ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებები ხუთ წონაში დაიწყო და ჩატარდა წინასწარი ეტაპის პაექრობები, მათი დასრულების შემდეგ კი 3 ქართველი აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას: ერთი ოქროს და 2 - ბრინჯაოსთვის. ფინალშია გასული მძიმეწონოსანი მათე გოქაძე (110), ხოლო დიმიტრი ხაჩიძე (55) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65) დამამშვიდებელ წრეში არიან გადასულები. 

გოქაძემ სამი შეხვედრა ჩაატარა და საკმაოდ დამაჯერებლად გავიდა ფინალში. საკვალიფიკაციოში უნგრელი ადოლფ ბასო და მეოთხედფინალში ბელარუსი ილია შუმჩიკი ერთნაირი ანგარიშით, 6:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქი ომერ აიგული 4:2 დაჯაბნა. 18 ივნისს ფინალში მისი მეტოქე რუსი საიდ მუსაევი იქნება. 

გოქაძე V აიგული 

მათე გოქაძის (110 კგ) გამარჯვება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში

მათე გოქაძის (110 კგ) გამარჯვება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში თურქ აიგულთან

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები