Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში - ქართველების წარუმატებელი სტარტი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ყველაზე შორს ლაშა გალუაშვილი წავიდა, თუმცა მისი მაქსიმუმი 1/32-ფინალი იყო
  • ქართველი მოფარიკავეების უმეტესობა ტურნირს 1/64-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ფარიკაობაში. სამწუხაროდ, პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოფარიკავეებისთვის. ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრების მაქსიმუმი 1/64-ფინალი იყო და ბუნებრივია, რომ ისინი უმედლოდ დარჩნენ.

ლიკა ჯიჯეიშვილი 1/64-ფინალურ ეტაპზე პოლონელ მეტოქეს დაუპირისპირდა და 9:15 წააგო, დარია ანტონოვა უკრაინელ მეტოქესთან 10-15 დამარცხდა, თეოდორა კახიანმა კი დასანანი მარცხი იწვნია პოლონელ სილვია მატუშაკთან, 14:15.

რაპირაში იასპარეზეს ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა. გოგონების მსგავსად, ღაღანიძეც 1/64-ფინალიდან გამოეთიშა ტურნირს, გალუაშვილმა კი ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და 1/32-ფინალში გააღწია. 

კომენტარები

ბოლო ამბები