Thumbnail

ბასილაშვილი ჯოკოვიჩზე მიმზიდველია, მაგრამ... ქართველი ჩოგბურთელი დატროლეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტალანტი და მიმზიდველობა - Troll Tennis-ის სახალისო დიაგრამა 
  • ბასილაშვილი ერთ კომპონენტში ლიდერია, მეორეში აუტსაიდერი

Troll Football ალბათ, ყველამ იცის... არსებობს Troll Tennis-იც, რომელიც პერიოდულად ცნობილ ჩოგბურთელებს "ტროლავს". ამჯერად, Troll Tennis-ის "მსხვერპლი" ნიკოლოზ ბასილაშვილიც გახდა - დიაგრამაზე, რომელშიც ელიტის ჩოგბურთელები მოხვდნენ, Troll Tennis-მა ისინი ნიჭისა და მიმზიდველობის მიხედვით განალაგა.

მათი აზრით: რაფა ნადალი ერთშიც და მეორეშიც პირველია, ნოვაკ ჯოკოვიჩი უნიჭიერესია, მაგრამ მიმზიდველი არ არის, ხოლო ნიკა მიმზიდველებში ნადალთან ერთად ლიდერობს, სამაგიეროდ, ტალანტში ძალიან მოიკოჭლებს...

🙃 Via @rach_mz on Twitter

Posted by Troll Tennis on კვირა, 16 ივნისი, 2019

სხვათა შორის, ბევრს გაუკვირდა ნადალის ასეთი შეფასება. რა თქმა უნდა, მას ნიჭს არავინ უწუნებს, მაგრამ კომენტარებში წერენ, რომ ესპანელი მიმზიდველი არ არის... შეგიძლიათ, Troll Tennis-ს თქვენი მოსაზრებები დაუწეროთ.

მეტი ამ თემაზე

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • მატეო ბერეტინი

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები