Thumbnail
  • 31 წლის ქართველი მოთხილამურე 4-გზის ოლიმპიელია
  • 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე 22-ე ადგილი დაიკავა 

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა: იასონ აბრამაშვილმა და ალექსი ბენიანიძემ კარიერა დაასრულეს. აბრამაშვილი FIS-ის საერთაშორისო შეჯიბრებებზე 2003 წლიდან ასპარეზობდა და ამ პერიოდში, ბევრ წარმატებას მიაღწია. იასონს 4 ოლიმპიურ თამაშებზე აქვს მონაწილეობა მიღებული: 2006 წელს ტურინში, 2010 წელს ვანკუვერში, 2014 წელს სოჭში და 2018 წელს პიონგჩანგში.

აბრამაშვილმა სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 22-ე ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. იასონმა 7-ჯერ იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მისი საუკეთესო შედეგი კი 28-ე ადგილია. ასევე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია და არაერთი საერთაშორისო ტიტული მოუგია. იასონ აბრამაშვილმა კარიერის დასრულება 31 წლის ასაკში გადაწყვიტა და ამჟამად, საქართველოს ბავშვთა სამთო-სათხილამურო ნაკრების მწვრთნელია.

იასონ აბრამაშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები