Thumbnail

წლევანდელ კოპა ამერიკას ყველა დიდი ინტერესი ელოდა, ვარაუდობდნენ, რომ კონტინენტის საუკეთესო თასს ბრაზილიაში ლიონელ მესი აწევდა. თუმცა კოლუმბიასთან უშანსოდ წაგებული მატჩის შემდეგ ეს იმედები ნელ-ნელა შესუსტდა.

თუ ასე გაგრძელდა, მესი და აგუერო ქვევით ჩამოთვლილი ხალხის სიას შეუერთდებიან. კოპას გარეშეა ასევე ნეიმარიც, მასაც მესის მსგავსად ნაკრებში ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული, ასევე კონფედერაციის თასი 2013 წელს.

1. პელე

ფეხბურთის მეფეს მსოფლიოს ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული (1958, 1962, 1970), თუმცა კოპა ამერიკა არასოდეს მოუგია. მეტიც, ტურნირზე მხოლოდ ერთხელ - 1959 წელს ითამაშა. ამის შემდეგ ბრაზილია კოპაზე 30 წელი აღარ გამოჩენილა.

1959 წლის არგენტინის კოპაზე პელე ტურნირის ბომბარდირი გახდა, ფინალში შეძლო გოლის გატანა. მატჩი მასპინძელ არგენტინასთან ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა თასი მასპინძლებს დარჩათ, რადგან გამარჯვებულის ბედი ტურნირში ნაჩვენებმა უკეთესმა სტატისტიკამ გადაწყვიტა.

2. მარადონა

მარადონამ მუნდიალის ფინალი ორჯერ ითამაშა, 1990-ში დამარცხდა, ხოლო 1986 წლის მექსიკის მსოფლიო თითქმის მარტომ მოიგო. თუმცა დიეგომ, კოპაზე წარმატებას ვერ მიაღწია. პირველად 1979 წლის ტურნირზე ითამაშა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო და არგენტინა ჯგუფში ჩარჩა.

1983 წლის ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა, 1987 წელს ითამაშა მაგრამ არგენტინა ურუგვაისთან დამარცხდა, 1989-შიც წარუმატებლობა განმეორდა, ხოლო 1991 წლის კოპაზე, რომელიც არგენტინამ მოიგო, მარადონა ჩაგდებული დოპინგ-ტესტის გამო ვერ მოხვდა. არგენტინამ მომდევნო 1993 წლის კოპაც მოიგო, დიეგო ნაკრებთან უთანხმოების გამო ვერც აქ მოხვდა.

3. სოკრატესი

სოკრატესი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ბრაზილიელმა ლეგენდა, რომელიც ასევე მედიცინის დოქტორია 1982 და 1986 წლის მუნდიალები მაღალ დონეზე ჩაატარა, თუმცა მათი მოგება ვერ შეძლო.

'დოქტორ სოკრატესმა' ვერც კოპაზე მიაღწია წარმატებას - 1979 წელს ბრაზილია პარაგვაისთან სენსაციურად დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა. ხოლო 1983 წლის ჩემპიონატზე სოკრატესის გუნდს ბურთების უკეთესი სხვაობით არგენტინამ აჯობა.

4. ხავიერ ძანეტი

ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველს არგენტინის ნაკრების ისტორიაში, 1994-2011 წლებში სარეკორდო 143 მატჩი აქვს ჩატარებული. მილანის ინტერში კი სადაც მან თითქმის მთელი კარიერა გაატარა 858! კოპაზე ხუთჯერ ითამაშა, მაგრამ ყველა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

კლუბში ძანეტიმ ყველაფერი მოიგო - სერია A, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი და ა.შ. ხოლო სანაკრებო კარიერა ტიტულის გარეშე დაასრულა - 2004 და 2007 წლებში ახლოს იყოს კოპას მოგებასთან, თუმცა ორივეჯერ ფინალში ძანეტის არგენტინა ბრაზილიასთან დამარცხდა.

5. კარლოს ვალდერამა

კოლუმბიის ნაკრების ქარიზმატული კაპიტანი - კარლოს ვალდერამა პელემ მეოცე საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელა. 90-იანი წლების სიმბოლოს 3 მუნდიალი (1990, 1994, 1998) და 5 კოპა ამერიკა (1987, 1989, 1991, 1993, 1995) აქვს ნათამაშები.

5 ცდიდან ვალდერამამ 3 შემთხვევაში ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა (1987, 1991, 1995), ერთხელ მეოთხეც მოიპოვა (1991). 1987 წელს კოპა ამერიკის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, თუმცა კარიერა 2 კოლუმბიის ჩემპიონობით და 1990 წელს მონპელიეთი მოგებული საფრანგეთის თასით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები