Thumbnail
  • არგენტინელმა ლეგენდამ თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა
  • ლიიონელ სკალონის გუნდმა კოპა ამერიკა კოლუმბიასთან წაგებით დაიწყო

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ თავის ქვეყნის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა და საინტერესო ვარაუდი გამოთქვა. 

არგენტინის ნაკრებს კოპა ამერიკა 2019-ზე სტარტი კოშმარული გამოუვიდა.  B ჯგუფის პირველ მატჩში ლიონელ მესი და მისი თანაგუნდელები კოლუმბიასთან უშანსოდ დამარცხდნენ - 0:2. 

მეტი ამ თემაზე: ფავორიტის მარცხი სალვადორში - კოლუმბიამ არგენტინას უშანსოდ მოუგო

არგენტინის ნაკრების იმედგაცრუებული კაპიტანი

"წარმოიდგინეთ, ტონგას ნაკრებსაც შეუძლია ამათი დამარცხება. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელსაც ვქმნიდით, როდესაც ვთამაშობდით… რა დარჩა ამ ყველაფრისგან? ნაკრების მაისურას ისე უნდა გრძნობდე, როგორც საკუთარ დედას", - აქვეყნებს მარადონას სიტყვებს TyC Sports, რომელმაც ცოტა ხნის წინ მექსიკური დორადოსის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. 

მეტი ამ თემაზე: მარადონა დორადოსიდან წავიდა - დიეგოს ორი ოპერაცია სჭირდება

ტონა წყნარი ოკეანიის სახელმწიფოა, რომელიც პოლინეზიაში მდებარეობს და ამავე სახელწოდების არქიპელაგის 177 კუნძულს მოიცავს. ქვეყნის მოსახლეობა 100 ათასზე ცოტა მეტია. ფიფას ივნისის რეიტინგში ტონგას ნაკრები 202-ე ადგილს იკავებდა. 

XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებთან ერთად 1986 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1990-ში კი - ვიცე-ჩემპიონი. 

ლიონელ სკალონის გუნდი B ჯგუფის მეორე შეხვედრას 20 ივნისს, პარაგვაის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები