Thumbnail

ბასილაშვილის იტალიური გამოცდა - ნიკა ჰალეშიც განთესილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირში მე-6 ნომრად განთესეს
  • ქართველ ჩოგბურთელს 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს

გერმანიის ქალაქ ჰალეში  ATP World Tour 500-იანი სერიის ტურნირი Noventi Open დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდიც €2 116 915-ია. ეს ტურნირიც ბალახის საფარიან კორტებზე იმართება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) ტურნირზე მე-6 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის (22) ხვდება. ეს მატჩი 18 ივნისს 13 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ნიკას საკვალიფიკაციოდან გამოსულებიდან ერთ-ერთი ელის - იტალიელი ანდრეას სეპი გერმანელ მატს მორაინგს ხვდება. ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი ბერეტინის 2:1-ს უგებს. 

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველ ჩოგბურთელს ახლა სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. სხვათა შორის, LIVE რეიტინგში ნიკამ მარინ ჩილიჩს გაუსწრო და მე-16 პოზიციაზეა. ტურნირის მოგების შემთხვევაში, ნიკა მსოფლიოს რეიტინგში მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი
  • მატეო ბერეტინი

კომენტარები

ბოლო ამბები