Thumbnail
  • იუნაიტედი პოლ პოგბას შემცვლელებზე ფიქრობს, რომელიც რეალში მიდის
  • ინგლისური კლუბი ბარსელონას ორი ნახევარმცველის ტრანსფერს განიხილავს

მანჩესტერ იუნაიტედი ბარსელონას ნახევარმცველებით, ფილიპე კოუტინიოთი და ივან რაკიტიჩით ინტერესდება. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება, რომლის ცნობით, კატალონელთა ბრაზილიელ და ხორვატ ფეხბურთელებს, "ოლდ ტრაფორდზე" პოლ პოგბას პოტენციურ შემცვლელებად განიხილავენ. 

ცნობილია, რომ ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება სურს. მისი შეძენის მსურველი კი მადრიდის რეალია, რომელსაც პოლის ტრანსფერის 1-ელ ივლისამდე დასრულება სურს. როგორ ირკვევა, ინგლისურ კლუბს პოგბასთან განშორება ძალიანაც არ სურს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სხვადასხვა შესაძლო ვარიანტებს მაინც განიხილავს.

პოლ პოგბას გადაბირება მადრიდის რეალის გარდა, იუვენტუსსაც სურს

კოუტინიოს საბაზრო ფასი, რომელიც ამჟამად ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, სამშობლოში მიმდინარე კოპა ამერიკაზე გამოდის, 90 მილიონ ევროთი განისზღვრება. 26 წლის ფეხბურთელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა, როგორც მედია იუწყება, კლუბის შეცვლა გადაწყვეტილი აქვს.

მეტი ამ თემაზე: ფილიპე კოუტინიო ბარსელონადან მიდის - ტრანსფერი კოპა ამერიკის შემდეგ

კოუტინიომ ბარსელონას მაისურით გასულ სეზონში 54 მატჩში ითამაშა, გაიტანა 11 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი. 

ივან რაკიჩის სატრანსფერო ფასად 40 მილიონ ევროს ასახელებენ. ხორვატმა, რომელსაც კატალონიელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება, გასულ სეზონში კლუბის ღირსება 54 მატჩში დაიცვა და 5 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები