Thumbnail

ლეგენდები სტემფორდ ბრიჯზე - რობერტო კარლოსის გასაოცარი პასი ქუსლით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონში, სტადიონ "სტემფორდ ბრიჯზე" საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა
  • ინგლისისა და მსოფლიოს ნაკრებების მატჩში მოგებული პენალტებით გამოვლინდა
  • 46 წლის რობერტო კარლოსმა ერთ ეპიზოში დაამტკიცა, რომ ჯერ ისევ ფორმაშია

ლონდონში, სტადიონ "სტემფორდ ბრიჯზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. 

მოედანზე გავიდნენ მსოფლიო ფეხბურთის ისეთი ყოფილი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჯონ ტერი, მაიკლ ოუენი, დევიდ სიმენი, დიდიე დროგბა, რობერტო კარლოსი, ერიკ კანტონა და სხვები. თამაშში მონაწილეობა სხვა სფეროებში ცნობილმა სახეებმაც მიიღეს, მათ შორის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა მძლეოსნობაში: მო ფარამ და უსაინ ბოლტმა, ასევე  -  მომღერალმა რობი უილიამსმა.

WORLD XI-მა გამარჯვება პენალტების სერიაში იზეიმა

თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ ტაიმში ინგლისის ნაკრებიდან ორი გოლი ფრისტაილერმა ჯერემი ლინჩმა გაიტანა, რის შემდეგ ერთი ბურთი უსაინ ბოლტმა გაქვითა. სხვათა შორის, იამაიკელს მაისურზე ნომრად 9.58 ეწერა - ეს არის მსოფლიოს რეკორდის დროს, რომელიც ბოლტმა 100 მეტრ დისტანციაზე სირბილში 2009 წელს დაამყარა.

უსაინ ბოლტი ფეხბურთის დიდი მოყვარულია

მსოფლიოს ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა და ეს რეალითი შოუს ვარსკვლავმა კემ სეტინეიმ მოახერხა. ძირითადი სათამაშო დროს ამოწურვის შემდეგ, გუნდებმა პენალტები დაარტყეს, რაც უფრო უკეთესად მსოფლიოს ნაკრებმა შეძლო - 3:1.

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის რეალი ყოფილი მცველი რობერტო კარლოსი ერთ ეპიზოდში ეფექტური პასით გამოირჩა. 46 წლის ბრაზილიელმა თანაგუნდელ რობერ პირესს გადაცემა ქუსლით, "სკორპიონის" სტილში გაუკეთა და ბურთი ზუსტად ფეხზე დაასვა.

"გასაოცარი დღე იყო. მადლობა ყველას ამისთვის! ჩვენ ჩემპიონები ვართ!" - დაწერა კარლოსმა ინსტაგრამზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები