Thumbnail

რა უნდა კოპა ამერიკაზე ყატარსა და იაპონიას? პარაგვაელთა მწვრთნელი უკმაყოფილოა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პარაგვაელთა თავკაცმა ყატართან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ აზრი გამოთქვა 
  • ბერიცოს თქმით, კოპაზე ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის გუნდებიც უნდა იყვნენ

პარაგვაის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკა 2019 არცთუ კარგად დაიწყო - ტურნირში მოწვეულ ყატარის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშა. ტურნირის ერთ-ერთ აუტსადერთან დაკარგული ქულების შემდეგ, პარაგვაელთა მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცო აცხადებს, რომ კოპა ამერიკაზე უნდა მონაწილეობდნენ როგორც სამხრეთ, ისე ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის გუნდები. 

მეტი ამ თემაზე: პარაგვაიმ რიოში აუტსაიდერი ყატარი ვერ დაამარცხა

მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის, ასევე, კარიბის აუზის ქვეყნებისთვის, კონკაკაფის ეგიდით ცალკე ტურნირი იმართება. კოპა ამერიკა 2019-ზე კი, რომელიც კონმებოლის ორგანიზებით სამხრეთამერიკული ნაკრებებისთვის ტარდება, მოწვეულ გუნდებად ყატარი და იაპონია გამოდიან.  

"ვფიქრობ, რომ კოპა ამერიკის ჩატარებას აზრი ამერიკის ყველა ნაკრებებით აქვს - უნდა იყვნენ გუნდები ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკიდანაც. თუკი ყატარსა და იაპონიაზე მეკითხებით, არასდროს მინახავს, რომ, მაგალითად, ევროპას თავის ტურნირებში სამხრეთამერიკული ნაკრებები მიეწვიოს. არ მინდა, ყატართან თამაშის შემდეგ, არასწორად გამიგოთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკის თასზე უნდა მონაწილეობდნენ ნაკრებები კონკაკაფიდან და კონმებოლიდან", - ამბობს ბერიცო. 

ყატარელი გულშემატკივრები კოპაზე პირველ ქულას ზეიმობენ

კოპა ამერიკის B ჯგუფში პარაგვაის მეტოქეებად, ყატარის გარდა, კოლუმბია და არგენტინა ჰყაქვს. პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფს 3 ქულით კოლუმბია ლიდერობს, თითო ქულა აქვთ პარაგვაისა და ყატარს, არგენტინა კი 0 ქულით ბოლოა. მომდევნო მატჩს პარაგვაის ნაკრები 20 ივნისს, სწორედ  არგენტინასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები