Thumbnail
  • L'Equipe-ის ინფორმაციით, პარიზელები ნეიმარის გაშვებაზე უარს არ იტყვიან
  • პსჟ-ს პრეზიდენტმა ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა

პარი სენ-ჟერმენი მზადაა, ნეიმარი გაყიდოს - თუკი რომელიმე კლუბისგან შესაბამის შეთავაზებას მიიღებს და ტრანსფერზე ფეხბურთელიც თანახმა იქნება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Equipe წერს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ბარსელონადან 2017 წელს, სარეკორდო 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

L'Equipe-ის ამ ინფორმაციას წინ უძღოდა პარიზული გრანდის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის კომენტარები, რომელიც France Football-მა გამოაქვეყნა. “ფეხბურთელებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. აქამდე პასუხისმგებლობას გაურბოდნენ და ეს უნდა შეიცვალოს. მათ უფრო მეტი უნდა გააკეთონ! აქ იმისთვის არ არიან, რომ მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრონ. თუ არ სურთ, რომ საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, მაშინ ყველა კარი ღიაა - ჩაო!” - აცხადებს ალ-ხელაიფი France Football-თან ინტერვიუში, რომლის ვრცელი ვერსია სამშაბათს გამოქვეყნდება.

ალ ხელაიფმა 2017 წელს ნეიმარში 222 მილიონი ევრო გადაიხადა

ცხადია, მისი სიტყვები ნეიმარსაც ეხება - ან, პირველ რიგში, სწორედ ნეიმარს. ბრაზილიელს ისევ ცუდი სეზონი ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ფაზაში მან ტრავმა მიიღო და შემდეგ კოპა ამერიკის წინაც დაშავდა. გარდა ამისა, ნეიმარი მორიგ სკანდალშია - მას გაუპატიურებას აბრალებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა არაერთხელ გამოთქვა ბარსელონაში დაბრუნების სურვილი. შესაძლებელია მეგა-ტრანსფერი მადრიდის რეალშიც...

კომენტარები

ბოლო ამბები